“არანაირი გამართლება არ აქვს ძალადობას და აუცილებლად, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი” – კახა კალაძე დმანისში მომხდარზე

  •  

დმანისში მომხდარი დაპირისპირებას თბილისის მერობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე აფასებს. თბილისის მოქმედი მერი ძალადობის ფაქტებს გმობს და დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

“შეიძლება, გვაქვს რაღაც საკითხებზე განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, ხედვები, მაგრამ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა აუცილებლად უნდა არსებობდეს, რამდენად განსხვავებული არ უნდა იყოს ჩვენი მოსაზრებები. თვითონ კამპანიას რაც შეეხება, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით იმ გარკვეულ გამონაკლისს, რომელიც, მაგალითად, დმანისში მოხდა რაც ძალიან ცუდია და არანაირი გამართლება არ აქვს ძალადობას და აუცილებლად, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით,“ – აცხადებს კახა კალაძე.

დმანისში, სოფელ განთიადში დაჭრილი ორი პირი თბილისში გადმოიყვანეს. ისინი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში”” არიან მოთავსებული. 

ინციდენტი გუშინ, “ქართული ოცნების” შტაბის მახლობლად მოხდა. დაჭრილები “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არიან.

მსგავსი თემები