“დმანისის მოყვანა არგუმენტად საკმარისია, ატმოსფერო და გარემო ვიგრძნოთ, რა წინასაარჩევნო ვითარებაა” – ნიკა მელია

დმანისში მომხდარი დაპირისპირებას თბილისში მერობის კანდიდატები აფასებენ. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები საარჩევნო გარემოს პოლარიზებას ემსახურება. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს ასახავს. 

“დმანისის მოყვანა არგუმენტად საკმარისია მე მგონი ატმოსფერო და გარემო ვიგრძნოთ, რა წინასაარჩევნო ვითარებაა. როდესაც ამომრჩეველს ვეღარ არწმუნებს, უარეს შემთხვევაში აღარც გისმენს, უკვე გადადიხარ ძალადობაზე. აქედან არის განპირობებული ის სისასტიკე, რასაც ქართული ოცნება სჩადის,“ – აცხადებს ნიკა მელია.

მომხდარ ინციდენტსა და წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს თბილისის მერობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან ”მესამე ძალა”, თამარ კეკენაძე ამბობს. 

“ის, რაც მოხდა დღეს დმანისში, ეს არის ერთი გამოვლინება იმ ძალიან მძიმე საარჩევნო გარემოსი, რომელშიც გვიწევს ჩვენ ყველა პარტიას მუშაობა. ოპოზიციურ კანდიდატებზე ხდება არანორმალური ზეწოლა, იმისათვის რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა მოხსნან საკუთარი თავები სიიდან. მაგრამ, მე მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები გაუძლებენ ამას,“ – ამბობს თამარ კეკენაძე.

მსგავსი თემები