“მაგრად ტეხავს… გამოაფინეს ისევ პლაკატები, იქ მე ვარ ცენტრში… არ გიტყდებათ?” – მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეომიმართვა

  •  

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში ბანერის გამოკვრას ეხმაურება, სადაც თავადაც არის გამოსახული.

„თქვენ იცით, რომ გამოაფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში .ამ პლაკატების ავტორი, ვინც ჩამოიყვანა არის ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ.

როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ის დაგასიაფანდებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა? არ გიტყდება პირდაპირ რომ გითხრათ?

მაგრად ტეხავს უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, ყველაფერს აქვს საზღვარი“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები