“ეპიდვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან ეს საფრთხეებს ზრდის.

აღნიშნული კომენტარით ხუნდაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

„ვფიქრობ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ ეპიდვითარების პოლიტიზება რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ. ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილისთვის ეს ხელსაყრელი პირობაა და ეფექტურობის თვალსაზრისით ჩვენთვის მათთან საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეპიდვითარების პოლიტიზება ზრდის საფრთხეებს.

ამიტომ, დავიცვათ ჯანმრთელობა და პოლიტიკას მივხედოთ იმ წესებით, რა წესებიც არსებობს საარჩევნო პროცესისთვის და რაც მიღებულია მაღალი სტანდარტის დემოკრატიული ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები