რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს თავს დაესხნენ

რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს, ვანო გველესიანს სცემეს.

ოჯახის წევრების თქმით, დაზარალებულ 55 წლის მამაკაცს, ღამით, საკუთარ სახლთან უცნობი პირი თავს დაესხა. მათივე განმარტებით, თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

დაზარალებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

მსგავსი თემები