კოვიდინფიცირებული ამომრჩევლებისთვის კოვიდუბნების შექმნის საკითხმა ცესკოს სხდომაზე საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო

იმედს ვიტოვებ, რომ კოვიდუბნები აუცილებლად შეიქმნება, რათა კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სიორიძის განმარტებით, კოვიდუბნების საკითხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინა სხდომაზე იყო გამოტანილი და საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მიიღო, თუმცა დღეს აღნიშნულ საკითხს ხელმეორედ განიხილავენ.

„კვირას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე სწორედ ეს საკითხი იყო გამოტანილი, თუმცა შესაბამის დადგენილებას არ ჰქონდა შესაბამისი მხარდაჭერა – 11 ხმა მიიღო, როდესაც სჭირდებოდა 12. კოვიდუბნების საკითხი ჯერჯერობით ღიაა, თუმცა დღეს საღამოს არის ცესკო-ს სხდომა, სადაც ეს საკითხი ხელმეორედ გამოდის და იმედს ვიტოვებ, რომ კოვიდუბნები აუცილებლად შეიქმნება, რათა კოვიდინფიცირებულ ამომრჩევლებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

მსგავსი თემები