ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, ბადრი ჯაფარიძე სასამართლო პროცესების გადადებას მოითხოვს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვა მოხდება.

სასამართლო პროცესს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაესწრებიან.

ბადრი ჯაფარიძე მოსამართლეს მიმართავს თხოვნით, რომ გადაიდოს სასამართლო პროცესები. 

“ფაქტია, რომ პროცესები ხელისშემშლელია წინასაარჩევნო კამპანიების ჩატარებას. ამიტომ ჩვენ მოსამართლეს მივმართავთ, რომ გადაიდოს პროცესები,”- აცხადებს ჯაფარიძე. 

მათი ადვოკატები ამბობენ, რომ არცერთი მოწმე არ ადასტურებს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს.

მსგავსი თემები