საქართველოში ისევ დაბალია აცრის დღიური მაჩვენებელი

საქართველოში წინა დღესთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, თუმცა, ისევ დაბალია აცრის მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი.

ბოლო რამდენიმე დღეა ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 20 ათასსაც არ აღწევს, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 25 000-30 000 აცრის გაკეთებას.

მსგავსი თემები