სამი ოჯახის ტრაგედია – 40 დღე წინანდლის სისხლიანი გარჩევიდან

წინანდლის ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა, დღესვე ცნობილი ხდება, რომ ოლიპმიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. მას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები