მკვლელობის მოტივი შესაძლოა, მკვლელის „ქურდად მონათვლა“ ყოფილიყო

თბილისში ჩაცხრილული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობისთვის ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით,  21 და 22 წლის ახალგაზრდებმა – აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძეს საქართველო უკვე დატოვეს. სავარაუდოდ, ისინი თურქეთში იმყოფებიან.

ასევე, არსებობს ვერსია, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა დანაშაული „ქურდული სამყაროს“ წევრად მონათვლის პირობით ჩაიდინეს. რაც შეეხება მოკლულ ნიკოლოზ კვარაცხელიას, მას ხვალ კრძალავენ.

შეგახსენებთ, რონ მკვლელობა თბილისში, ფიქრის გორაზე მოხდა.  გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულებმა მოკლულის  სისხლით დასვრილი ტანსაცმელი გამოიცვალეს და მაშინვე ბათუმში წავიდნენ. ძიებისთვის კვალის ასარევად იყიდეს ბორნის ბილეთები, თუმცა, ბორანზე არ ასულან და ქვეყანა სხვა საშუალებით დატოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის დამკვეთი მათ ე.წ. კანონიერ ქურდად კურთხევას დაჰპირდა.    

მსგავსი თემები