„ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა“ – ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

მმართველი გუნდი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე მინიშნებებსა და განცხადებებს ისევ აკეთებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, მათ ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია გახარიას ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით.  

„მან საზოგადოებას მისცა აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს. როდესაც არ მივიდა სამხარაულის ბიუროში, გაექცა ამ ყველაფერს, მერე გაუგებარ ავსტრიულ კლინიკაში ჩააბარა ტესტი. ერთადერთია მთელ ევროპაში ეს კლინიკა, რომელსაც ტესტირებასთან დაკავშირებით სკანდალი უკავშირდება, ასეთ დროს ყველაფერი დღესავით ნათელია“ – აცხადებს კობახიძე.

მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი კონკრეტულ ინფორმაციას ფლობდა.

„გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მას შემდეგ გავიგეთ, რაც კალაძემ გააჟღერა თავისი ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მას აქვს ეს პრობლემა. ერთ რამეს ვიტყვი -ნარკოდამოკიდებულება არ არის გახარიას მთავარი პრობლემა, მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან ქვეყანას, გუნდს ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა. ამაზე მეტი პრობლემა ნარკოდამოკიდებულება ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები