„4 ოქტომბერი ის თარიღია, როდესაც ვფიქრობთ სწავლის საკლასო გარემოში გაგრძელებას“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდება.

გაბუნიას შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით წინადადებებს ამზადებენ.

„გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიმდინარე პერიოდში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი ის თარიღია, როდესაც ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა“ – განმარტა გაბუნიამ.

მსგავსი თემები