ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის რაოდენობამ იკლო

34 გარდაცვლილი, 662 ახალი შემთხვევა და 3534 გამოჯანმრთელებული. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურია – თუმცა, მედიკოსების შეფასებით, თუ აცრის მაღალი ტემპი ქვეყანაში არ იქნა შენარჩუნებული ეპიდსიტუაცია შესაძლოა კვლავ გაუარესდეს.

ვაქცინაციის ტემპები არის შემცირებული – ამაზე საუბრობს ყველაზე დიდი იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექვემდებარება 4 დიდი სპეციალური ზონა და მათ შორის 12 ავტობუსი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონშია გადანაწილებული. დღიურად შესაძლებელი იყო 1500-ზე მეტი ადამიანის ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს ციფრები განახევრებულია. მათ შორის, დღიურად ჩატარებული ვაქცინირებულთა მესამედი არის იმ პირების რიცხვი, რომლებმაც ერთჯერადი ინექცია გაიკეთეს და სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის სამწუხარო იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობის რიცხვი და ასევე მოსალოდნელია მეხუთე ტალღაც.

“ბოლო კვირის განმავლობაში რაოდენობამ იკლო. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ იკლო პირველადი აცრის რაოდენობებმა. თუ საშუალოდ ჩვენ 25-26 ათასი ვაქცინაცია გვქონდა დღიურად, წინა დღეებში დაფიქსირდა 15 ათასი აცრა დღიურად და აქედან მხოლოდ მესამედი იყო პირველადი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი. ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან. მაქსიმალურად ხელმისაწვდომია, უბნებში შევიდა ვაქცინაციის მოძრავი ავტობუსები და გთხოვთ ყველას, ავიცრათ, რომ გავაგრძელოთ ჩვეულ რიტმში ცხოვრება,” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ.

მსგავსი თემები