ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები იყოს, 49.2% ხმას “ოცნებას” მისცემდა, 29.8% კი ენმ-ს – “ქართული ოცნების” კვლევა ბათუმში

“ქართულმა ოცნებამ” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. პარტიის ერთ-ერთი წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საველე სამუშაოები 13-17 სექტემბერს ჩატარდა, კვლევის ფარგლებში კი 2 690 რესპონდენტი გამოიკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 87.9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.

კითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, ხმები ასე გადანაწილდა:

“ქართული ოცნება” – 49.2%.

“ნაციონალური მოძრაობა” – 29.8%.

პარტია “საქართველოსთვის” – 4.1%.

“გირჩი-მეტი თავისუფლება” – 2.8%.

“ლელო” – 2.1%

“პატრიოტთა ალიანსი” – 1.9%.

“მესამე ძალა” – 1.2%

“მოქალაქეები” -1.2%

“ლეიბორისტული პარტია” – 1.1%.

“ევროპული საქართველო” – 1.1%

“გირჩი”- 0.6 %.

სხვა – 4.9%.

მსგავსი თემები