საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 534 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 501 შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები