„აეკრძალოთ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება“ – განაჩენი სასულიერო პირებისთვის

სასულიერო პირები: ნასყიდა ღუდუშაური – ყოფილი ბერდიაკონი პეტრე, მიხეილ მდივანი – ყოფილი ბერმონაზონი ათინოგენი, ტარიელ გვილავა – ყოფილი მონაზონი დანიელი, თამაზ სხულუხია – ყოფილი მონაზონი ამბროსი, ბაჩუკი ხელაია – ყოფილი მონაზონი დავითი, ავთანდილ გვილავა – ყოფილი მონაზონი ბასილი და მარკოზ წულაია -ყოფილი მონაზონი მარკოზი სასულიეროდან საერო პირებში გადაიყვანეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მეუფე სტეფანემ მიიღო.

„უხეშად არღვევენ მოციქულთა კრების მთელ რიგ კანონებს. ჭყონდიდის ეპარქიაში საეკლესიო წესრიგის აღსადგენად ვბრძანებ სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზვნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე. აეკრძალოთ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათთან და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიაში მონასტრებსა და საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა, საეკლესიო მიწების გამოყენება. მოვუწოდებ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს ეკლესიას ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდისა და წესრიგის აღდგენაში. კანონი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე”,-  განაცხადა  ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა.

მსგავსი თემები