ვირუსით 43 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996.
 
 ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა.
 
 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა – 101, იმერეთი – 226, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 70, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 181, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

მსგავსი თემები