ვირუსით 1 501 ადამიანი დაინფიცირდა

  •  

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 920 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.55%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  595 264-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.89%.

მსგავსი თემები