გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ირიბად კორონავირუსზეც მოქმედებს

„როდესაც ვლაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, რისკის ჯგუფები, მეტწილად, თანხვედრაში არ არის კორონავირუსის რისკის ჯგუფებთან“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ და განმარტავს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ირიბად, კორონავირუსის მძიმე ფორმებისგანაც გვიცავს.  

„როდესაც ვლაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, რისკის ჯგუფები, მეტწილად, თანხვედრაში არ არის კორონავირუსის რისკის ჯგუფებთან. ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, გრიპის ვირუსის მხრივ წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს. ამიტომ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა ჩატარდეს. მსგავსი რისკის ჯგუფები არის ორსულები, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის დროს ორსულებში ვაქცინაცია არის აუცილებელი, ასევე ხანშიშესული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში“ – აცხადებს პედიატრი „მედიაცენტრ მთავართან“.  

ივანე ჩხაიძის განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრიდან დაიწყება.  

„პუბლიკაციები, რომლებიც დღეს გვაქვს, მიუთითებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება შეამციროს კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა. თუ ადამიანს გრიპის ვაქცინაცია აქვს ჩატარებული, მასთან კორონავირუსი მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. ეს კვლევები არსებობს. კონკრეტულად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსის დაავადების დროს გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა შეიძლება 24% – ით შეამციროს. როცა ვამბობს, რატომ უნდა გავიკეთოთ გრიპის საწინააღმდებო ვაქცინა, ეს პირდაპირ გვიცავს გრიპისგან და ირიბად გვიცავს კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისგან“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები