რატომ არ იქნება საქართველოში „მეხუთე ტალღა“ მძიმე?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

ოქტომბრიდან ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება იწყება. სპეციალისტები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი 5 წლამდე ბავშვების აცრისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღა დამანგრეველი არ იქნება.

აღნიშნულ საკითხზე „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„ზუსტად ვიცით, როდის იწყება საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების გავრცელების სეზონი. ეს არის კალენდარული წლის მეორმოცე კვირა. ეს კი ნიშნავს 3 ოქტომბრიდან პერიოდს. თუ ჩვენ ველოდებით შემთხვევების მატებას, ეს იქნება 3 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე. კითხვა, რატომ არ იქნება საქართველოში მეხუთე ტალღა მძიმე, არის ის, რომ დღევანდელი მონაცემებით ორჯერადად ვაქცინირებულია მოსახლეობის 39%-ია, რაც საკმაოდ სერიოზული ციფრია იმისთვის რომ ვისაუბროთ ტალღის შეკავების პიკზე. მომდევნო ერთი თვის მანძილზე, ეს მაჩვენებელი გადასცდება 50%-ს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი არგუმენტი, რატომ არ იქნება საქართველოში მეხუთე ტალღა მძიმე, არის, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა“ – განმარტა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

მისივე შეფასებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ირიბად, კორონავირუსის გართულებასაც ამცირებს.   

მსგავსი თემები