“ნიკოლოზ კვარაცხელია 21 და 22 წლის ბიჭებმა მოკლეს” – შსს

პოლიცია 15 სექტემბერს, ვერაზე 22 წლის ბიჭის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 21 და 22 წლის პირებს ეძებს.

შეგახსენებთ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცოტახნის წინ გახსნილად გამოაცხადეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა“ – წერია ცოტა ხნის წინ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები