“ნაციონალური მოძრაობა” მმართველ გუნდს საარჩევნო პლაკატების დაზიანებასა და მუქარაში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობა” მმართველ გუნდს საარჩევნო პლაკატების დაზიანებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ მისი პლაკატი “ქართული ოცნები”ს წევრებმა დააზიანეს. კერძოდ კი, ამოჭრეს თვალები და პირი.

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა თანაგუნდელებთან ერთად აქცია პერფომანსი გამართა, ის მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისში მივიდა და დაზიანებული პლაკატი მიიტანა, პლაკატის ოფისში შეტანის უფლება მას “ქართული ოცნების” წევრებმა არ მისცეს.

“ოცნების” შტაბში ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს, ოპონენტს კი საგამოძიებო ორგანოებზე მიმართვა ურჩიეს.

მსგავსი თემები