„3 ოქტომბრიდან შემთხვევების მატებას ველოდებით“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა შეიძლება შეამციროს” – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

როგორც პედიატრი განმარტავს,  კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი ზამთრის პერიოდში აუცილებლად მოიმატებს.

„მე-5 ტალღა არ იქნება განპირობებული ახალი მუტაციით, შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ის არ იქნება ისეთი მძიმე და სერიოზული, როგორიც აგვისტოს პიკი იყო. ველოდებით, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, შესაძლებელია იყოს შემთხვევების სეზონური მატება, ზამთრის განმავლობაში დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანი იყრის თავს. დახურულ სივრცეში კი ნიღბის ტარება ვერ ვისწავლეთ. შესაბამისად, ინფექციის გავრცელების რისკი აუცილებლად მოიმატებს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 ან მე-4 ტალღის შემთხვევაში იყო“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მისივე შეფასებით, შემთხვევების მატება ოქტომბრიდან იქნება.

„მატების განსაზღვრა როდის მოხდება რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსების სეზონი 3 ოქტომბრიდან იწყება. ასე რომ, თუ ველოდებით შემთხვევების მატებას“ – აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები