შესაძლებელია თუ არა გრიპისა და კორონავირუსის ვაქცინების ერთდროულად გაკეთება?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

ოქტომბრიდან, გრიპის გავრცელების სეზონზე გადასვლასთან ერთად, სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. შესაძლებელია თუ არა გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ერთად გაკეთება, ამ თემაზე, „მედიაცენტრ მთავართან“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

როგორც პედიატრმა განმარტა, ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ერთდროულად – ერთი დღის განმავლობაში არის შესაძლებელი.

„ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის რეკომენდაციით, ორივე ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია ერთდროულად – ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ იმ რისკებს, რომელიც დაკავშირებულია გრიპის შემთხვევების მატებასთან, ყველაზე უპრიანია, თუ რიკის ჯგუფებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ოქტომბრიდან დავიწყებთ. როდესაც ვლაპარაკობთ გრიპის ვირუსზე, იქ რისკის ჯგუფები მეტწილად არ თანხვდება კორონავირუსის რისკის ჯგუფებს. ბავშვები, განსაკუთრებით 5 წლამდე, გრიპის ვირუსის მხრივ წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია პირველ რიგში უნდა ჩატარდეს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები