„ცნობილ სუბიექტს წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში“ – თეა წულუკიანი მეგიზ ქარდავაზე

  •  

თეა წულუკიანი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების გამო უკრაინას მადლობას უხდის. თავად დაკავებულს კი წარმატებებს უსურვებს პენიტენციალურ დაწესებულებაში.   

„მადლობას ვუხდი უკრაინელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზე ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!

საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“, – წერს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, უკრაინიდან საქართველოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსრადიცია მოხდა.

მსგავსი თემები