ექსტრადირებულ მეგის ქარდავას რუსთავის იზოლატორში გადაიყვანენ

ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება უკვე განხორციელდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს რუსთავის იზოლატორში გადაიყვანენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში 18.00 საათზე მედიისთვის ბრიფინგი დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულია 5 საქმეზე, კიდევ ექვს საქმეზე სს საქმის წარმოება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები