„არ ვარ იმ ადამიანების კატეგორია, დღეს ერთს ემონები, ხვალ სხვას უკრავდე ტაშს, ამიტომ საბოდიშო არავისთან მაქვს“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ხეობაში კანდიდატურის დაყენება არ ყოფილა ჩემთვის იოლი გადასაწყვეტი, ვიცოდი ამ ნაბიჯს თუ გადავდგამდი, ზოგი ერთი ადამიანი გაიშიფრებოდა და მათი მხრიდან სუფთად ღირსებას მოკლებული ნაბიჯები უფრო მეტად გულს მატკენდა,“ – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

შვილმოკლული მამა ყურადღებას „სისტემის“ შეცვლის აუცილებლობაზე ამახვილებს:

„ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე, მივიღე იმიტომ, რომ მიდგომა ქისტების მიმართ შეიცვალოს, რომ არ იყოს ბევრისთვის პანკისი უცნობი, არამედ იყოს ყველასთვის ცნობილი პანკისი თავისი სუფთა რელიგიით, სუფთა სტუმართმოყვარეობით, თავისი შესანიშნავი ადამიანების მენტალიტეტით, მინდა მოვუღო ბოლო იმ სიბინძურეს, რასაც ეს ხელისუფლება სჩადის და სტატუს გვანიჭებენ, როცა მოეპრიანებათ ტერორიზმის ნიშნით.

მინდა ახალგაზრდებს ჰქონდეთ პერსპექტივა ყველა დარგში, ეს იქნება სპორტი თუ განათლება, მინდა რელიგია იყოს ხელშეუხებელი, არ არქმევდეს ვინმე ამ წმინდა გზას სხვა სახელს და რაც მთავარია ერებს შორის იყოს პატივისცემა.

მე არ ვარ ის ადამიანი დღეს ერთს ვემსახურებოდე ხვალ კი ვიღაცის „პროპკას“ ვერგებოდე

არა ეს არაა ჩემი სტილი ვიყო მედროვე, მე არ ვჭორაობ არც არავისი მშურს და არც ბოღმა მამოძრავებს, არც არვიზე მეტი ვარ და არც არავისზე ნაკლები ვყოფილვარ როდესმე,

მიუხედავად ამხელა ტკივილისა ეს ყველაფერი, რაც ჩემს გადაწყვეტილებაშია იმ ბრძოლის ნაწილია, რაც ამ 4 წლიანი ქარცეცხლიან გზაზე მამყოფებს, დღევანდელი მახინჯი ბოროტი სისტემა.

ამიტომ მე არავისთან საბოდიშო არ მაქვს, მე არ ვარ იმ ადამიანების კატეგორია, დღეს ერთს ემონები ხვალ კი სულ სხვის ზეიმს უკრავდეს ტაშს, ეს რაღაც უმნიშვნელო გროშების გამო,

მე იმ ჩემი პრინციპების გამო მიწევს ამ გაუსაძლისი გზის გავლა,“ – წელს მაჩალიკაშვილი.

მსგავსი თემები