“ოქტომბრის თვე იქნება გამორჩეული, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევაში” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ოქტომბრის თვე იქნება გამორჩეული, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევაში,” – ამის შესახებ “მედიცენტრ მთავარში” – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მე- 5 ტალღის დასაწყისს პროფესორი, სეზონურიგრიპების მატებასთან ერთად ოქტომბრის დასაწყისიდან ვარაუდობს:

“ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო დღეების მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება. მაგრამ ეს მოლოდინი არ გვაქვს გარდაცვლილებთან მიმართებაში. შესაძლებელია, მომდევნო 10 დღის მანძილზე ისეთივე მაღალი დარჩეს გარდაცვალების შემთხვევები.

ოქტომბრის თვე იქნება გამორჩეული, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევაში ეს ორივე მაჩვენებელი უნდა იყოს დაბალი, რაშიც დამხმარე მექანიზმი იქნება ვაქცინაცია,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები