“იმედმა” “ევროპულ საქართველოს” და ენმ-ს კლიპების გაშვებაზე უარი კანონდარღვევით უთხრა – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედმა” ოპოზიციურ პარტიებს “ევროპულ საქართველოს” და “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებაზე უარი კანონის საწინააღმდეგოდ, საარჩევნო კოდექსის დარღვევით უთხრა. ამ მიზეზით ტელეკომპანიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს.

“კომისიამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრები და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება”, – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.აქვე ვკითხულობთ, რომ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი 12 სექტემბერსაც დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სასამართლომ გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და მაუწყებელი 5000 ლარით დააჯარიმა.

მსგავსი თემები