იგოეთი-ნატახტარის გზაზე თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ საავტომობილო გზის იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრია დაშავებული. 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან. დაშავებულები  კლინიკაში გადაჰყავთ. 

მსგავსი თემები