მაია რჩეულიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებული მაია რჩეულიშვილი ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, დაზარალებულების დაკმაყოფილება ინვესტორების მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმება კი „მიონის“ ეპიზოდზე მოხდა.

ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, “მაგნოლიას” ეპიზოდსაც მოიცავდა.

მსგავსი თემები