„მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, მეხუთე ტალღა არ იქნება ასეთი მძიმე“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„კორონავირუსის ტალღა, ეს არის მის გავრცელების და სიხშირის ასახვა, რაც დაიწყო პანდემია გვქონდა მკაფიოდ დაფიქსირებული ოთხი მატება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ – იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველო მეოთხე ტალღის დაღმავალ მრუდზე იმყოფება:

„17 აგვისტოდან დღემდე შემთხვევათა რაოდენობა მცირდება და აქტიური შემთხვევის რაოდენობის თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, სწორედ ამიტომ ვართ დაღმავალ მრუდზე და მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, იქნება თუ არა ახალი ძლიერი ტალღა დამოკიდებულია იმაზე იქნება თუ არა ახალი მუტაცია.

დღეისათვის არანაირი ახალი მუტაციის შეშფოთების კვალიფიკაციის მქონე მუტაციის საშიშროება, საქართველოში კი არა მსოფლიოში არ არსებობს, ოთხივე მუტაცია ცნობილია, დარწმუნებული ვარ მეხუთე ტალღა რ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო, თუმცა ველოდებით ზამთრის მოახლოებასთან ერთად სეზონური ვირუსები იმატებს,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე ინფორმაციით მომდევნო ტალღა შესაძლოა დაიწყოს სამი ოქტომბრიდან წლის ბოლომდე.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები