„დელტა“ ვარიანტი არის ყველაზე სახიფათო და გადამდები ვარიანტი“ – ივანე ჩხაიძე „მედიცანტრ მთავარში“

„დღეისათვის კორონავირუსის მუტაციები ორ ჯგუფად იყოფა, ერთი – შეშფოთების ვარიანტი, მეორე ინტერესის,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე რამდენიმე შტამზე საუბრობს, მისივე ინფორმაციით „მიუ ვარიანტი“ – ყველაზე მეტი ამერიკაშია დაფიქსირებული, როგორც პროფესორი განმარტავს, აღნიშნული ვარიანტი სახიფათოდ არ ითვლება ამ ეტაპზე:

„მიუ ვარიანტი” სახიფათოდ არ ითვლება, თურქეთში გამოჩნდა ორი შემთხვევა, ეს მუტაცია არის ერთეული და დარჩა ინტერესის კლასიფიკაციაში და შესაძლოა არ გახდეს სახიფათო, რისკი, რომ ის „დელტა“ და „ალფა“ ვარიანტს დაემსგავსება ამ ეტაპზე არ არსებობს, ამ მუტაციის არსებობიდან 9 თვეა გასული და საფთხის შემცველად არ ითვლება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

პროფესორის თქმით „მიუ ვარიანტი“ მსოფლიოს 50 ქვეყანაშია აღმოჩენილი:

„ყველაზე სახიფათო დღეისათვის არის ინდური ვარიანტი, მიუ ვარიანტი ჯანმოს კლასიფიკაციით არის ინტერესის ვარიანტი, ეს მუტაცია პირველად აღმოჩენილი იყო ამ წლის იანვარში. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში არის დაფიქსირებული და მხოლოდ 7 ქვეყანაში აღემატება შემთხვევათა რაოდენობა 100 -ს, დანარჩენ ქვეყნებში ერთეულ შემთხვევებს არ აღემატება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები