საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 192 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 838 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები