„ნაწილობრივ უკვე ვთქვი, რაც 2007 წელს უნდა მეთქვა მისთვის“ – ირაკლი ოქრუაშვილი მეუფე ანდრია გვაზავაზე – („სუსის ფაილები“)

სუსის ფაილები – [16.05.20, 16:41:40] „გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, ძმასთან გია გვაზავასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის და პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ფაქტი,“ – ერთ- ერთი მორიგი ფაiლის შინაარსი ასეთია, რასაც სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა:

„მინდა რაღაც ვთქვა ამ ყველაფერზე, მასზე (მიტროპოლიტ ანდრია გვაზავაზე), ფარისევლობაზე და სიყალბეზე, მაგრამ რაღაც შინაგანი მიჭერს და მბორკავს. არადა ჩემი შემაკავებელი, რომ რაც მინდა ვთქვა, არაფერი არსებობდა აქამდე. სჯობს არაფერი ვთქვა და უბრალოდ ველოდო ასევე შინაგან ხმას, რომელიც ოდესმე ეკლესიისკენ (და არა ღმერთისა და რწმენისკენ) მომაბრუნებს. თუმცა ნაწილობრივ უკვე ვთქვი რაც 2007 წელს უნდა მეთქვა მისთვის,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მიტროპოლიტის თქმით, ზემოხსენებული პიროვნებების პატიმრობიდან გათავისუფლება უარყოფითად აისახება მოქმედი ხელისუფლების იმიჯზე და მნიშვნელოვნად შეილახება პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების” ავტორიტეტი, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად იმოქმედებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.

მსგავსი თემები