ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ორ დღეში გააკეთებს

გავრცელებულ 60 000 ფაილთან დაკავშირიებით, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ეხება, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალური განცხადების გაკეთებას ორ დღეში გეგმავს.    

„რაც შეეხება განცხადებას, იქნება შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ. პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

როგორც დეკანოზმა პირმა განმარტა, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს.

„ველოდებით ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განმარტებებს, თუ რა იყო ამის მიზანი და რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ სადღეისოდ ჩემი მხრიდან თემის განვრცობას, გაგრძელებას არანაირი შედეგი არ ექნება. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს განცხადებას, ის დამუშავების პროცესშია და იქ მოცულობითად იქნება ყველაფერი ნათქვამი ჩვენს ფიქრებთან დაკავშირებითაც, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც და შეფასებით ნაწილშიც შევაფასებთ, თუ როგორ და რა ხდებოდა“, – აცხადებს დეკანოზი.

სასულიერო პირის თქმით, ამ დროისთვის, წმინდა სინოდის სხდომა ჩანიშნული არ არის. 

მსგავსი თემები