პროკურატურა გმობს მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის ტელევიზიით ჩვენებას

საქართველოს გენერალური პროკურატურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ, მკვლელობის ვიდეომასალის გასაჯაროებას გმობს და მედიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მსგავსი კადრების ჩვენებისგან. უწყების განცხადებით, მსგავსი სისასტიკის ჩვენება ძალადობის წამახალისებელია.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის და შინაარსის მასალის გავრცელებისა და ტირაჟირებისგან. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და დაკავების მიზნით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები