საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 330-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 838 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი, გარდაიცვალა 60 ადამიანი.

მსგავსი თემები