საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 400 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 551, „პისიარ“ ტესტით – 16 849.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,15%, ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო შვიდი დღის – 7,21%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 589 727 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 554 618 გამოჯანმრთელდა, 8 390 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარებულია – 1 589 024 აცრა, დღიურად აცრილია 25 150 პირი.

კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 637 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 350 პირი.

15 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი, 60 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები