ვერაზე დაჭრილი 22 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 22 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ნიკა კვარაცხელიას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

“კეთდება ყველაფერი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. პაციენტს აქვს მუცლის, გულმკერდის, ზურგის არეში მრავლობითი ჭრილობები. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები და დაზიანებულია შინაგანი ორგანოებიც. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, ახლა გრძელდება მკურნალობა,” – განაცხადა ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ.

საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა დაჭრა შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა. სხვა დეტალები არ ხმაურდება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები