მეუფეების თქმით, გავრცელებული მასალების ავთენტურობა დასადგენია

მეუფეების თქმით, გავრცელებული მასალების ავთენტურობა დასადგენია, რადგან მათი თქმით, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება.

“ეს არის მოვლენა, როცა ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი. ვინ შემოასხა, რატომ შემოასხა მე არ ვიცი. სასულიერო პირი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთბ და ბიბლიის და წმინდა წერილის მიხედვით ვაკეთებ კომენტარს რა ხდება – რა ხდება და ჩვენ ქვეყანას, თქვენც, მეც ტელევიზიების მესვეურებსაც მოგვასხეს ჭუჭყიანი წყალი და მაინცდამაინც ამ ჭუჭყიან წყალში  ნუ ვიბანავებთ,” – აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

“ჩემი პოზიციაა, რომ დაცული უნდა იყოს პირადი ცხოვრება. ჩემი ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი, სხვისი არ მაინტერესებს. ჩემ შესახებ რაც გავიგე, არ არის სიმართლე, მორიგი ფეიკია,”- აცხადებს ეპისკოპოსი, წალკის ეპარქიის მმართველი მეუფე გრიგოლი (კაცია). 

მსგავსი თემები