“ფეხი ჩამოსწიეთ და ისე ილაპარაკეთ” – ვაშაძე და ფერაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

  •  

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე და სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ სხდომაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით, მოქალაქეების პეტიციაზე მსჯელობდნენ.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ სხდომაზე თქვა, მუზეუმის შენობა ინგრევა, ექსპონანტები გადასარჩენია. “სარდაფში თუ ჩაბრძანებულხართ, ნახავთ, რადღეშია ფუნდამენტი”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ, ფერაძემ მას მოუწოდა, ჯერ გაეცნოს სიტუაციას და “მერე ილაპარაკოს სისულელეები”

“რა ბრძანეთ? ეს ვინ არის, ტო? ქალბატონი რომ არ იყოთ, სხვანაირად დაგელაპარაკებოდით. ზრდილობა ისწავლეთ, უპირველეს ყოვლისა. მშვენივრად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, თქვენგან განსხვავებით. ზრდილობა და ქცევა ისწავლეთ, ფეხი ჩამოწიეთ და ისე ილაპარაკეთ, გეგონებათ, ოჯახში გაიზარდეთ”, — მიმართა გრიგოლ ვაშაძემ ნატა ფერაძეს.

შეგახსენებთ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით, ხელომოწერების შეგროვება 5 აგვისტოს პუშკინის სკვერში გამართული აქციის დროს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტისგან, რომ მაქსიმალურად დაინტერესდეს მიმდინარე მოვლენებით და უზრუნველყოს როგორც საჯაროობა, ასევე, საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება.

მსგავსი თემები