“თავს ვალდებულად ვთვლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვებრძოლო უკანონობას” – ნიკა მელია

  •  

ოპოზიციის ნაწილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გარდა ამისა, გავრცელებული ფაილების გამო რამდნიმე პარტია სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მის გადადგომას ითხოვს.

“თავს ვალდებულად ვთვლი, განსაკუთრებით, ამ ყველაფრის შემდეგ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, პირდაპირი გაგებით, ვებრძოლო უკანონობას, სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ჩვენი სამშობლოს განადგურებას და ადამიანებისთვის იმედის, ბედნიერების, რწმენის წართმევას,”- აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია. 

მსგავსი თემები