„მასალების გავრცელებით, მათი მიზანი და  ამოცანაა, უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„გუშინ გავრცელდა მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული  გარკვეული მასალები, დოკუმენტაცია, რომლითაც, მათი მიზანი და  ამოცანაა, რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს  მთავრობასა და  ეკლესიას შორის.

„ყველამ კარგად იცის, რომ არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს  მთავრობასა და  ეკლესიას შორის და რატომ? ჩვენ არ ვიძახით, უნაკლონი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომები მოგვსვლია  და კიდევ  მოგვივა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ჩვენი გამოწვევებით, ჩვენი შეცდომებით, ხარვეზებით, მაგრამ მივდივართ წინ. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს, ხალხი აკეთებს სწორ არჩევანს“ – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები