ვირუსს 54 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 990 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 548 951.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 287 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა, აჭარა – 220, იმერეთი – 498, ქვემო ქართლი – 194, შიდა ქართლი – 279, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 272, მცხეთა-მთიანეთი – 93, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 42.

მსგავსი თემები