ხანდაზმულების ვაქცინაციისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგემება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულებისთვის სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ, მათ შორის, ერთ-ერთი წამახალისებელი აქტივობა ხანდაზმულებსაც შეეხებათ.

„ძალიან გვინდა, რომ სექტემბერში იყოს დღეში არა 23 000 ჩატარებული აცრა, არამედ 30 000-35 000. ძლიერი დამყოლობის მიზნით დაიწყო დღეს ლატარია, ამიტომ არის ლაპარაკი და მუშაობა მიმდინარეობს, რომ წახალისებები იყოს ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის. შესაძლებელია, წახალისების სხვა მეთოდები იქნას შემოტანილი, რათა ხაზს ვუსვამ, ჩვენი დღიური აცრის მაჩვენებელი ავიდეს 30 000-ზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ წამახალისებელი ღონისძიებები ხანდაზმულ პირებსაც შეეხოს.

მსგავსი თემები