მაკა მახარაძე გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდს უხელმძღვანელებს

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს. 

მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო. 

მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. 

მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება  დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია : https://forgeo.ge/ka/register

მსგავსი თემები