„ავტობუსების რაოდენობა უნდა გაიზარდოს რომ კონტაქტი ნაკლები იყოს“ – დევი ტაბიძე

ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის – დევი ტაბიძის განცხადებით ორშაბათიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნასთან ერთად ვირუსის გავრცელების რისკიც იზრდება. ამიტომ, ექსპერტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციების გამკაცრებისა და ავტობუსების დამატების რეკომენდაციას იძლევა.   

„არსებული ტაქსის მომსახურება და ფასები სამარცხვინოა. ადამიანებს, ელემენტარული, გადაადგილება ესაჭიროება. ტრანსპორტში უნდა მოხდეს რეგულაციების გამკაცრება და მკაცრი კონტროლი, დისტანცია უნდა იყოს დაცული და ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს, რომ მგზავრები მინიმალური რაოდენობით ავიდნენ ერთ სამარშრუტო ტაქსში თუ ავტობუსში,  კონტაქტი ნაკლები უნდა იყოს. ეს მარტივი გასაკეთებელია და ქალაქის მერი ამით უნდა დაინტერესდეს და შეასრულოს ეს ნაწილი“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემრიდან საზოგადობრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.   

მსგავსი თემები