ქარელში, შუახევში და ლაგოდეხში პარტია „საქართველოსთვის“ რიგები დატოვეს

სხვადასხვა ოლქებში გიორგი გახარიას პარტიიდან წევრების გადინება გრძელდება. ექსპრემიერის პარტია ამჯერად ქარელში, შუახევსა და ლაგოდეხში დატოვეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბანი-ცოდნისკარი-ჭიაურის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბესიკ ბებრიშვილმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და კანდიდატურის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა. რაც შეეხება შუახევს, აქ პარტია „საქართველოსთვის“ სამმა წევრმა დატოვა.

პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ გუნდაძე – სიის მე-9 ნომერი, ხუსეინ ხიმშიაშვილი – სიის 11-ე ნომერი, მზევინარ დიასამიძე – სიის 21-ე ნომერი. ქარელში კი, პარტიაში საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა ბრეძის მაჟორიტარმა და პროპორციული სიის წევრმა ვლადიმერ ვართასაშვილმა.

მსგავსი თემები