რა გამოიწვევს ქვეყანაში პანდემიის მეხუთე ტალღას – დევი ტაბიძის პროგნოზი

რა შემთხვევაში დაიწყება ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა – ამასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, დევი ტაბიძე საუბრობს. მისი თქმით, თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, რეალურად, ეს გამოიწვევს მეხუთე ტალღის გაჩენას.

„მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ სიტუაციას უნდა დავხვდეთ ვაქცინირებული. სასწავლო პროცესში ჩართული პირები, როგორც მოსწავლეები, სტუდენტები, ასევე პედაგოგები, უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, ეს გამოიწვევს ზუსტად მეხუთე ტალღის რეალურ გაჩენას“, – განაცხადა დევი ტაბიძემ „იმედის“ ეთერში.

დევი ტაბიძე ასევე განმარტავს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ამ ეტაპისთვის შედარებით სტაბილურდება.

მსგავსი თემები